დმიტრო კულება: თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ"

"თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“,- განაცხადა კულებამ.

მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა.

„სამი თვის წინ, უკრაინას წევრობის პერსპექტივა არც კი ჰქონდა, ახლა ისინი უკვე განიხილავენ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება.

„ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ სხვა საკითხებს - როგორ, როდის და ა.შ.“, - აღნიშნა უკრაინია საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
 
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ასევე წაიკითხეთ: